ჩერნობილის კატასტროფა
ჩერნობილის კატასტროფა — 1986 წლის 26 აპრილს უკრაინის ტერიტორიაზე (იმ დროისთვის — უკრაინის სსრ) მდებარეჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკის ავარია.ეს იყო ბირთვულ მოვლენათა საერთაშორისო შკალით მეშვიდე დონის ერთადერთი შემთხვევა ისტორიაში. ბირთვული აფეთქების შედეგად რადიოაქტიურმა ღრუბელმა გადაიარა სსრკ-ის ევროპული ნაწილი, აღმოსავლეთი ევროპა, სკანდინავია,დიდი ბრიტანეთი და აშშ-ს აღმოსავლეთი ნაწილი.
ატომური ელექტროსადგურის მახასიათებლები
ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური განთავსებული იყო უკრაინის ტერიტორიაზე, ქალაქ პრიპიატთან ახლოს, ქალაქ ჩერნობილიდან 18, ბელორუსიის საზღვრიდან 16 და დედაქალაქ კიევიდან 110 კილომეტრის დაშორებით.
ავარიის დროს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მუშაობდა ოთხი რეაქტორი. თითოეული РБМК-1000 (реактор большой мощности канального типа - არხული ტიპის დიდი სიმძლავრის რეაქტორი) 1000 მეგავატი (სითბური სიმძლავრე 3200 მეგავატი) ელექტრო სიმძლავრით. ასევე შენდებოდა კიდევ 2 ანალოგიური რეაქტორი. ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური დაახლოებით გამოიმუშავებდა უკრაინის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის მეათედს.
ავარია
1986 წლის 26 აპრილის დაახლოებით 1:23:50 საათზე ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მე-4 ენერგობლოკში მოხდააფეთქება, რომელმაც მთლიანად დაანგრია რეაქტორი. ენერგობლოკის შენობა ნაწილობრივ ჩამოინგა. ამით, როგორც ითვლება, დაიღუპა პირველი (ერთი) ადამიანი. შენობის სხვადასხვა განყოფილებაში და სახურავზე გაჩნდა ხანძარი. ამის შემდეგ აქტიური ზონების ნარჩენები ჩამოდნა. დამდნარი მეტალის, სილის, ბეტონის და საწვავის ნარჩენის ნარევი მოედო ქვერეაქტორის განყოფილებებს.[3][4] ავარიისას მოხდა რადიოაქტიური ნივთიერებების გავრცელება. მათ შორის იყო ურანისიზოტოპი, პლუტონიუმი, იოდი-131 (ნახევრად დაშლის პერიოდი 8 დღე), ცეზიუმი-134 (ნახევრად დაშლის პერიოდი 2 წელი),ცეზიუმი-137 (ნახევრად დაშლის პერიოდი 33 წელი) და სტონციუმი-90 (ნახევრად დაშლის პერიოდი 28 წელი). მდგომარეობა უარესდებოდა იმით, რომ სითბოთი ნგრევად რეაქტორში მიმდინარეობდა არაკონტროლირებადი ატომური და ქიმიურირეაქციები.
დასხივების დოზები
საშუალო დოზები, რომლითაც მოსახლეობის სხვადასხვა კატეგორია დასხივდა[22]
კატეგორია | პერიოდი | რაოდენობა (ადამ.) | დოზა (ზივერტი) |
---|---|---|---|
ლიკვიდატორები | 1986 - 1989 | 600 000 | ~100 |
ევაკუაცია | 1986 | 116 000 | 33 |
„მკაცრი კონტროლის“ ზონის მოსახლეობა | 1986 - 2005 | 270 000 | >50 |
სხვა დაბინძურებული ზონების მოსახლეობა | 1986 - 2005 | 5 000 000 | 10—20 |
მკვეთრი რადიაციული დაავადება
მეოთხე ბლოკში, ავარიული სამუშაოების შემსრულებელ ადამიანებს შორის რეგისტრირებული იყო მკვეთრი რადიაციული დაავადების 134 შემთხვევა. მრავალ შემთხვევაში, რადიაციული დაავადება რთულდება კანის რადიაციული დამწვრობებით, რომელსაც β-რადიაცია იწვევს . 1986 წლიდან რადიაციული დაავადებით 28 ადამიანი გარდაიცვალა .[22] კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა კორონარული თრომბით. 1987 - 2004 წლების მანძილზე გადამდები რადიაციული დაავადებით დაიღუპა კიდევ 19 ადამიანი.
დღემდე მასზე სრული და ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს.
saintereso postia!
ОтветитьУдалить